|
| |
 |
კულტურა |
 |
|
„სინერჯი ჯგუფის” კორპორაციული კულტურა ყოველდღიურად ყალიბდება, მიუხედავად ამისა ის უკვე ახლა არის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე. ამას განაპირობებს უმთავრესი ფასეულობების სიცხადე და გათავისების ხარისხი კომპანიის ყოველ წევრში. ხუთი მთავარი ფასეულობა რომელზეც აგებულია კომპანიის კულტურა: პატიოსნება ყოველთვის, ყველასთან, ყველაფერთან მიმართებაში არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება, ის გვეხმარება გვჯეროდეს ერთმანეთის, ყველა ჩვენს პარტნიორს სჯეროდეს ჩვენი. ნდობა ჩვენს მიმართ, რომელსაც ჩვენ ამ ფასეულობის დაცვით ვაშენებთ არის და იქნება ”სინერჯი ჯგუფის” ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი. მაქსიმალური თვითრეალიზაცია ცხოვრებაში არის ყოველი იმ ადამიანის უმთავრესი მიზანი რომლებიც `სინერჯი ჯგუფის~ წევრები არიან. ვარჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ და აღიარონ ეს მიზანი როგორც მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს გვეხმარება მივაღწიოთ ყველაზე ძლიერ შინაგან მოტივაციას ადამიანებში, რომლებსაც ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტა ავალიათ, ამის გარეშე ასეთი სამუშაოს შესრულება შეუძლებლად მიგვაჩნია.
საზოგადოებრივი სარგებლის მაქსიმიზაცია არის ჩვენი უმთავრესი საერთო საზრუნავი. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ აღიარონ და მიიღონ ეს, როგორც ყველაზე მთავარი ფუნქცია, ტოვებენ კომპანიას. ვინც რჩება, ის მზად არის საჭიროების შემთხვევაში 24 საათი დღე-ღამეში, კვირაში შვიდი დღე ემსახუროს სხვებს და შექმნას მათთვის ყველაზე მეტი სარგებელი.
პატივისცემა ადამიანების ვინც ჩვენს გარშემოა, აღიარება იმისა, რომ თითოეულ მათგანში არის თუნდაც ერთი ისეთი რამ, რის გამოც ის განსაკუთრებულ, ყურადღებიან დამოკიდებულებას იმსახურებს. ვცდილობთ, ვეძებოთ მათში ყველაფერი, რითაც ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, პატივი ვცეთ მათ ამის გამო და ვისწავლოთ რაც შეიძლება მეტი თიოთოეული ადმიანისაგან, ვის გვერდითაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.
კომპანიის რეპუტაცია, არის ის მეხუთე მთავარი ფასეულობა ჩვენთვის, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით შევასრულოთ ჩვენი სამუშაო, კომპანიის შიგნით და გარეთ, კლიენტებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არაფერი ვაკეთოთ ისეთი რაც შელახავს კომპანიის რეპუტაციას და სადაც შეგვიძლია ვცდილობთ თუნდაც მცირედით გავაუმჯობესოთ იგი.
ეს ღირებულებები ყოველდღიურად გვეხმარება მივიღოთ ერთმანეთის თავსებადი გადაწყვეტილებები. ვიმოქმედოთ საერთო მიმართულებით და შევქმნათ გარემო, სადაც ყოფნა და მუშაობა თითოეულ ჩვენგანს ყველაზე მეტად სიამოვნებს.
|
 |